მოგიწოდებთ, ისტორიული ძეგლების დაცვის მიზნით კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი გავზარდოთ – სოზარ სუბარი ირაკლი კობახიძეს

მოგიწოდებთ, ისტორიული ძეგლების დაცვის მიზნით კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი გავზარდოთ – სოზარ სუბარი ირაკლი კობახიძეს
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მიმართა. სოზარ სუბარმა ისტორიული ძეგლების გადარჩენისა და დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კულტურის სამინისტროსთვის ამ მხრივ დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. „ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი გავიარეთ, ეს ბოლო სამი წელი განსაკუთრებით.
რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა ამ გუნდს, ირაკლი ღარიბაშვილს და მართლაც, სამშვიდობოს გაგვიყვანეს, ბევრი წარმატება იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. არანაკლებ რთულ პერიოდში მოუწევს მუშაობა ბატონ ირაკლი კობახიძეს, ბევრი გამოწვევაა და ასევე ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებები იქნება. ამ ბოლო წლების მთავარი მიღწევა ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია – კანდიდატობის სტატუსი. თუმცა ევროკავშირშიც და ყველგანაც საქართველო უნდა შევიდეს როგორც სუვერენული სახელმწიფო თავისი თვითმყოფადობით, კულტურითა და იმ დიდი ტრადიციებით, რაც გაგვაჩნია.
ამ ყველაფრის ერთი, დიდი ნაწილია ქართული კულტურა, თანამედროვე კულტურითა თუ ისტორიული ძეგლებით. როგორც ისტორიკოსი და ერთ დროს ძეგლთა დაცვაში მომუშავე ადამიანი ამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ძეგლს ყურადღებით მოვექცეთ. ეს, ბუნებრივია, ბიუჯეტის გარეშე არ გამოვა. ამიტომ, მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი გავზარდოთ წელსვე. იქნებ ამის სახსრები გამოვნახოთ, რადგან თითოეული გადარჩენილი ძეგლი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე არის დიდი საჩუქარი ჩვენი მომავლისთვისაც და არის ის, რაც მსოფლიოს წინაშე წარგვადგენს, როგორც დამოუკიდებელ, თვითმყოფად, სუვერენულ, დიდი კულტურის მქონე სახელმწიფოსა და ერს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დაეთანხმა სოზარ სუბარს და განაცხადა, რომ კულტურის სფეროს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. “კულტურის ბიუჯეტის გაზრდაზე იყო საუბარი, მათ შორის ძეგლთა დაცვის კუთხით, ვიზიარებ ამ მიდგომას, რადგან საჭიროა მეტი რესურსის გამოყოფა იმისათვის რომ კულტურის სფეროს მეტი ყურადღება მიექცეს,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Previous: მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი არ ვარ, მცხეთა ჩემთვის მუდმივი საზრუნავია და გთხოვთ მხარდაჭერას – დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძეს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც