ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი… მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა..” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ედისონ რისერჩის კვლევაზე:
,,მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი. რატომ სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა…
თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს, ყოველდღიურად დავდივარ თბილისში, ასევე, პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო, ყველა რაიონსა და და ქალაქში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა.
რა თქმა უნდა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ეს ციფრები რომ იწერება, ჩემი მოგონილი ხომ არ არის. 2012 წლიდან ქვეყანა მიდის წინ, ვითარდება ეკონომიკურად, ყველანაირ ასპექტში გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები და გვაქვს შედეგები. ქვეყანაში შენარჩუნებული არის მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ბულინგისა, შემოტევებისა და ეს იქნება შენარჩუნებული.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.