ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მოგადგებით და თქვენი ვიზის ჩემს პასპორტში გადმოწებებას მოგთხოვთ” – ინგა გრიგოლია

მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ბატონო ალუდა. დრო არც მე მაქვს, მაგრამ გამოვნახავ. ამ დღეებში ვიზაზე გავდივარ და იმედია, თქვენი განცხადებების წყალობით, უარს არ მეტყვიან, თორემ მოგადგებით და თქვენი ვიზის ჩემს პასპორტში გადმოწებებას მოგთხოვთ.
„კი, ვიზა მაქვს [აშშ-ის]. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? – დიახ, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, ვინ რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ იმით დაკავდით, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ რადიკალ ოპოზიციაზე გავიმარჯვებთ”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.