მნიშვნელოვანი დანაკლისი - ბულგარეთის ნაკრებს საქართველოსთან გუნდის კაპიტანი ვერ დაეხმარება

ბულგარეთის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი 28 წლის "პაოკის" ნახევარმცველი კირილ დესპოდოვი 7 სექტემბერს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მან ესპანეთთან პირველი ტურის მატჩის წინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, შემდეგ მას ტესტები ჩაუტარდა და კუნთების დაჭიმულობა დაუდგინდა, რის გამოც ბიულეტენზე დაახლოებით 1 თვით გაუშვეს.
ის თავის გუნდს ჩვენს ქვეყანაშიც არ ჩამოჰყვება და უკვე გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც "პაოკის" ექიმების მეთვალყურებობის ქვეშ გაივლის რეაბილიტაციას.
ინფორმაციისთვის, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების მატჩი 7 სექტემბერს 17:00 საათზე დაიწყება.
2026 წლიდან FIFA სანაკრებო განრიგს მნიშვნელოვნად ცვლის - ეროვნული გუნდი ზედიზედ 4 შეხვედრას გამართავს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.