ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში – თამარ იოსელიანი

მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში – თამარ იოსელიანი

საერთაშორისო ციფრული დაკავშირებადობა და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები, ხელოვნული ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ქსელის განვითარება და ინტერნეტ ხელმისაწვდომობა, - ეს არის მცირე ჩამონათვალი საკითხებისა, რომელიც საჯარო, კერძო და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის ფორუმზე (GeoIGF) განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა ციფრული ეკონომიკის და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. „ბოლო წლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის ციფრული სფეროს განვითარების კუთხით, რათა საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვეს ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. სტრატეგია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, თავსებადია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებთან,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის შეფასებით, GeoIGF ის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ხედვებსა და გამოცდილებებს და ქმნის სივრცეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიც არის ციფრული ინფრასტრუქტურა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ინკლუზია, კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და შესაბამისად, თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ფორუმი 20 წელია, რაც გაეროს ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.