მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეკონომიკური კუთხითაც თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი – ირაკლი კობახიძე

შარშან, პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის, რამაც თვისებრივად სხვა ეტაპზე გადაიყვანა თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო, ჩინეთთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
“ჩვენი ვიზიტის მიზანიც არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ ვაღიარებთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკური კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არის ძალიან დიდი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი