მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ სამშობლოს დაცვა არც კაცს და არც ქალს არ ეზარება, მაგრამ ეს რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა შლეგი პრეზიდენტის გაუაზრებელ გეგმებს

მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ სამშობლოს დაცვა არც კაცს და არც ქალს არ ეზარება, მაგრამ ეს რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა შლეგი პრეზიდენტის გაუაზრებელ გეგმებს
ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკური სიმართლე, რომ ყველა მაშინდელ პოლიტიკური თანამდებობის პირს დაერქვას სახელი და მიეზღვას ის, რაც მისაზღვევია, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობამ იცოდეს სიმართლე და იცოდნენ, რომ როდესაც ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, ჯარს პოლიტიკოსის მხრიდან მოფრთხილება სჭირდება და არა სათამაშოდ ქცევა, იცოდნენ რომ, სამშობლოს დაცვა არც კაცს და არც ქალს ამ ქვეყანაში არ უჭირს და არ ეზარება, მაგრამ ეს რეალურად რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა შლეგი პრეზიდენტის პიარულ, გაუაზრებელ გეგმებს, რადგან, როგორც ირკვევა ეს ყველაფერი იყო ჯარის და მოქალაქეების გაწირვა სააკაშვილის მხრიდან საკუთარი პიარისთვის ჩაფიქრებული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა