არქივი18 იანვარი, 2024, 04:40
მმართველი პარტიის წარმომადგენელები ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში, შანხაიში მართავენ
პეკინის შემდეგ შანხაი - საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენელები ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში მართავენ.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლები ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად უკვე შეხვდნენ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს.
ქართულ დელეგაციაში განმარტავენ, რომ ვიზიტმა ნათელი გახადა, რომ არსებობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არაერთ სფეროში და ის უნდა გამოიყენონ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთში ორ დღეში სრულდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.