არქივი27 ივლისი, 2024, 18:57
მკვლელობის ფაქტზე 18 წლის ბიჭი დააკავეს
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 18 წლის ბიჭი დააკავა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 26 ივლისს, გვიან ღამით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.