არქივი29 ნოემბერი, 2023, 18:39
მკვლელობა საგარეჯოში | პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს
სისხლიანი ანგარიშსწორება და საწოლში ჩაცხრილული 39 წლის მამაკაცი. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ იაგუბ ხეირ-ხაბაროვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სოფელში, სადაც საზარელი დანაშაული მოხდა, მკვლელობის ერთადერთ ვერსიას - შურისძიებას განიხილავენ. 35 წლის ქალთან თანაცხოვრების დროს ოჯახური კონფლიქტი არ ყოფილა იშვიათი მოვლენა, სახლიდან წასვლის შემდეგ კი ბრალდებული ყოფილ მეუღლეს და მის ქმარს მუდმივად ემუქრებოდა. დაჭრილია ნაილა დუნია-მალიევაც. ის კლინიკაში გადის მკურნალობას.
ავტორები: ია გულიაშვილი, საბა ბუაძე
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.