მკვლელობა პარკინგის გამო – 37 წლის კაცი 65 წლის ბიზნესმენმა მოკლა – მედია

მკვლელობა პარკინგის გამო – ტვ პირველის ცნობით, 65 წლის ბიზნესმენს ბრალი ინგოროყვას კლინიკაში წაუყენეს – სასატიკი ანგარიშსწორება ისანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ლევან ჩხაიძე მსხვერპლს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ მისი ავტოფარეხის წინ ახალგაზრდა კაცს მანქანა ყავდა გაჩერებული.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, თავდაპირველად იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რის შემდეგაც 65 წლის ლევან ჩხაიძე სახლში შევიდა, იარაღი აიღო და ათამდე ახალგაზრდას თავს დაესხა. მიხეილ მაძღარაშვილის მიმართულებით ნასროლი სამი ტყვიის შემდეგ ის ადგილზე გარდაიცვალა.
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს