მკვლელობა მეგობრის ხელით: “როლიკას სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის უთქვამს მკვლელის ვინაობა… ტყვია გულზე დაკიდებულ ჯვარს მოხვდა”

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი ტრო­ტუ­არ­ზე იდგა, როცა მკვლელ­მა სა­მიზ­ნეს შვი­ლის თვალ­წინ 8 ტყვია ეს­რო­ლა. დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

  • გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფე­რი­ას მკვიდ­რი რო­ლანდ (რო­ლი­კა) და­ვი­თა­ძეა. რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა მან სიკ­ვდი­ლამ­დე მო­ას­წრო.

“რო­ლი­კა და­ვი­თა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში მუ­შა­ობ­და და ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 1 წლის წინ დაბ­რუნ­და. მშრო­მე­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო. ის და მისი მკვლე­ლი შა­რა­ში­ძე (სა­ხე­ლი არ ვიცი) მე­გობ­რე­ბი და ფე­რი­ა­ში მე­ზობ­ლე­ბი ყო­ფი­ლან.

არ ვი­ცით, რას ერ­ჩო­და, რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ზუს­ტად არ ვი­ცით… იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს რო­ლი­კას ცოლი მი­უყ­ვა­ნია სა­ლონ­ში და შვილ­თან ერ­თად გა­რეთ ელო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რო­გორც კი შა­რა­ში­ძეს ტრო­ტუ­არ­ზე და­უ­ნა­ხავს, ია­რა­ღი ამო­უ­ღია და და­უ­მიზ­ნე­ბია. რო­ლი­კას და­უყ­ვი­რია, არ მეს­რო­ლოო. 8 ტყვია და­ა­ხა­ლა, ძი­რი­თა­დად ფე­ხებ­ში ეს­რო­და თურ­მე.

რო­გორც თქვეს, ერ­თა­დერ­თი სა­სიკ­ვდი­ლო ტყვია გულ­ზე და­კი­დე­ბულ ჯვარს მოხ­ვდა, ტყვი­ას ჯვა­რი სხე­ულ­ში შე­უ­ტა­ნია. რო­ლი­კას სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის უთ­ქვამს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლე­ლი არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ის ბო­ლოს 1-ლი ივ­ნი­სის ღა­მით და­უ­ნა­ხავთ ფე­რი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე. რო­გორც გა­ვი­გეთ, პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლის სახ­ლის ჩხრე­კის დროს ბევ­რი სა­ხე­ო­ბის ია­რა­ღი ამო­ი­ღო” – გვიყ­ვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.