ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მკვლელობა კახეთში

მკვლელობა კახეთში

კახეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  სოფელ შილდაში მოკლული 48 წლის კაცი ნოდარ ასაბაშვილია.

გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან"  წერს, რომ სასიკვდილო ჭრილობა მას კარის მეზობელმა, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა მიაყენა

გამოცემა შემთხვევის ახალ დეტალებზეც წერს და ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ. მათ შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო. მაშინ, როდესაც ასაბაშვილი ჩიტაშვილთან მეკვლედ იმყოფებოდა. არსებული ვერსიით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ქალზე ეჭვიანობა და ამ ფაქტის გარშემო განვითარებული პროცესები გახდა

"მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ რამდენიმე საათის წინ, ასაბაშვილი მეზობელთან სახლში შევიდა და მას ჭრილობა დანით მიაყენა. რის შემდეგაც, თავადვე განაცხადა, რომ მეგობარი დაჭრა

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.