მკვლელობა ბოტასების გამო – მამა-შვილ ცაციაშვილების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მკვლელობა ბოტასების გამო – მამა-შვილი ცაციაშვილების მკვლელობაში ბრალდებულს, სერგო ახალკაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ ნაფიც მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ მიიღო. ინფორმაციას “ქართლი.ჯი” ავრცელებს.
ცაციაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის, ინფორმაცით, სხდომა წუხელ დასრულდა. როგორც მან „ქართლის ამბებს“ განუცხადა, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული სერგო ახალკაცი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
მკვლელობა გორში 2025 წლის 28 აპრილს სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში” მოხდა.
მამა-შვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ იმავე დღეს მოვაჭრე, სერგო ახალკაცი დააკავა. დადგინდა, რომ საზარელი დანაშაუალი 53 წლის კაცმა იმ იარაღით ჩაიდინა, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…