მკვლელმა სახელი და გვარი შეიცვალა – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა

ამ წუთებში გორის სამხარეო პოლიციაში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმის გამოკითხვა მიმდინარეობს. გივი გინტურმა, პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ითხოვს დამნაშავეების დასჯას.
მისი განცხადებით, ის პოლიციას მიაწვდის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთაც, მისი განცხადებით, თამაზ გინტური მოკლეს.
გივი გინტური კონკრეტულ პირებს ასახელებს და ამბობს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მკვლელობის შემდეგ, სახელი და გვარი შეიცვალა.
“ჩემ ძმას, თამაზ გინტურს დაზარალებულის სტატუსი მისცეს. ჯერ არ ვიცი გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ მე რაც ვიცი, მკვლელმა – დევიდოვმა სახელი და გვარი შეიცვალა. ოჯახი საუბრობდა ორ ადამიანზე, საგამოძიებო უწყებას ჩემზე კარგად ეცოდინება ვინ არიან მკვლელები. ოჯახი ვითხოვთ [მკვლელის] სასტიკად დასჯას”, – განაცხადა გივი გინტურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს