მკვლელმა მიგრანტმა, რომელიც უკან გაძევების ნაცვლად სასტუმროში დააბინავეს, სასტიკი დანაშაული ჩაიდინა – მომხდარმა ბრიტანეთი სკანდალში გახვია

ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­რორ­ტი, ბრა­ი­ტო­ნი, სა­ში­ნე­ლი სი­სას­ტი­კის ეპი­ცენ­ტრად იქცა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­მა ფარ­და ახა­და და­ნა­შა­ულს, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ სამი ადა­მი­ა­ნის სი­სას­ტი­კე არა­მედ ბრი­ტა­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის სრუ­ლი კრა­ხი აჩ­ვე­ნა.

და­უც­ვე­ლი სის­ტე­მა: მკვლე­ლი სამ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში

სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრშია 20 წლის ეგ­ვიპ­ტე­ლი კა­რინ ალ-და­ნა­სურ­თი. ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ ის­ტო­რი­ა­ში ისაა, რომ ალ-და­ნა­სურ­თმა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნი­სას, პირ­და­პირ მი­უ­თი­თა, რომ იგი ეგ­ვიპ­ტე­ში მკვლე­ლო­ბის­თვის იყო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ამ აღი­ა­რე­ბი­სა, ბრი­ტა­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ (Home Office) იგი არა მკაც­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ, არა­მედ და­სავ­ლეთ სა­ს­ექ­სის მყუდ­რო, სამ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში, “Cisswood House”-ში გა­ნა­თავ­სა. იქ იგი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ხარ­ჯზე ცხოვ­რობ­და თა­ვის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, სა­ნამ “სა­ნა­დი­როდ” გა­ვი­დო­და.

სა­ბე­დის­წე­რო ღამე: წა­მე­ბა “გარ­თო­ბის­თვის”

2025 წლის 4 ოქ­ტომ­ბრის გამ­თე­ნი­ი­სას, სამი მა­მა­კა­ცი – კა­რინ ალ-და­ნა­სურ­თი, ეგ­ვიპ­ტე­ლი იბ­რა­ჰიმ ალ­შა­ფე და ირა­ნე­ლი აბ­დუ­ლა აჰ­მა­დი – ბრა­ი­ტო­ნის სა­ნა­პი­რო­ზე “მტა­ცებ­ლუ­რი ინ­სტინ­ქტით” მოქ­მე­დებ­და. მათ მსხვერ­პლად 33 წლის ქალი შე­არ­ჩი­ეს.

მათ მსხვერ­პლი სა­ნა­პი­როს ქო­ხის მიღ­მა, იზო­ლი­რე­ბულ ად­გი­ლას გა­და­ათ­რი­ეს. სა­ნამ ჯგუ­ფუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, ქალს ყელ­ში ხელს უჭერ­დნენ, აფურ­თხებ­დნენ და წიხ­ლე­ბით სცემ­დნენ.

ალ-და­ნა­სურ­თი მომ­ხდარს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და. პრო­კუ­რორ­მა ჰანა ლი­უ­ე­ლინ-უო­ტერ­სმა სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის მსხვერ­პლი მხო­ლოდ “ხორ­ცის ნა­ჭე­რი” იყო, ხოლო ვი­დე­ოს სხვა მიგ­რან­ტებ­თან „სატ­რა­ბა­ხოდ“ იყე­ნებ­დნენ.

და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც მსხვერ­პლი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ელო­და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას, მო­ძა­ლა­დე­ებ­მა სას­ტუმ­როს­თან ბარ­ბე­ქიუ მო­ა­წყვეს და მხი­ა­რუ­ლად აღ­ნიშ­ნეს “წარ­მა­ტე­ბუ­ლი ღამე”.

“ეს უბ­რა­ლოდ სექ­სია” – სი­სას­ტი­კის მწვერ­ვა­ლი

სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის საქ­ცი­ელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო შოკ­ში ჩა­აგ­დო. ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სკამ­ზე ის­ხდნენ, იცი­ნოდ­ნენ და ერ­თმა­ნეთს ხუმ­რო­ბებს უზი­ა­რებ­დნენ, სა­ნამ მსხვერ­პლი თა­ვი­სი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ღა­მის შე­სა­ხებ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევ­და.

ალ-და­ნა­სურ­თმა სა­სა­მარ­თლო­ზე პირ­და­პირ თქვა: “ჩემ­თვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა უბ­რა­ლოდ სექ­სია”, რი­თაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მას თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და მო­რა­ლის ელე­მენ­ტა­რუ­ლი გა­გე­ბაც კი არ გა­აჩ­ნდა. მე­ო­რე ბრალ­დე­ბულ­მა, ალ­შა­ფემ კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქა­ლის­თვის სა­ხე­ში გარ­ტყმას ალერ­სი უწო­და.

პო­ლი­ტი­კუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი და “სა­ზღვრის ფარ­სი”

საქ­მემ უკვე გა­მო­იწ­ვია მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ჩრდი­ლო­ვან­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, კრის ფილპ­მა, ამ შემ­თხვე­ვას “სა­ზღვრის ფარ­სი” უწო­და. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა წარ­სულ­ზეც სა­ხელ­მწი­ფოს კონ­ტრო­ლი არ აქვს.

“ჩვენ ვხე­დავთ ტე­რო­რის­ტებს, ექ­სტრე­მის­ტებს, მო­ძა­ლა­დე­ებს და ახლა უკვე მკვლე­ლებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მცი­რე ნა­ვე­ბით შე­მო­დი­ან. ბრი­ტა­ნე­ლი ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად საფრ­თხის ქვეშ არი­ან,” – გა­ნა­ცხა­და ფი­ლიპ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მი­ვე დამ­ნა­შა­ვეს თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა­ზე უარი უკვე ეთ­ქვა, მათი დე­პორ­ტა­ცია იუ­რი­დი­უ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის გამო ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­რო­ბას დებს, რომ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ (რო­მე­ლიც 15 ივ­ლისს იგეგ­მე­ბა), მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­ძე­ვე­ბენ ქვეყ­ნი­დან, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­თხუ­ლობს – რა­ტომ არ მოხ­და ეს მა­ნამ, სა­ნამ კი­დევ ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­ნად­გურ­დე­ბო­და?

მსხვერ­პლის თქმით, მომ­ხდა­რის შემ­დეგ ის ვე­ღარ იძი­ნებს, რად­გან ყო­ველ ჯერ­ზე, როცა თვა­ლებს ხუ­ჭავს, ხე­დავს მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მო­ღი­მარ სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც მისი ტან­ჯვით ერ­თო­ბოდ­ნენ.