ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მკვლელები არ დაუჭერიათ ამ ნაძირლებს და ამ ბავშვს იჭერენ! თქვენი დედა უნდა მოი@@@ნას, თქვე ნაბი@@რებო!” – გვარამია

“მკვლელები არ დაუჭერიათ ამ ნაძირლებს და ამ ბავშვს იჭერენ! თქვენი დედა უნდა მოი@@@ნას, თქვე ნაბი@@რებო!” – გვარამია

ჩვენი პარტიის გოგოების პატიმრობა მოითხოვა შსს-მ იმაზე, სადაც საერთოდ ფიზიკურად არ ყოფილან!
მირანდა ბაღათურიაა, ის ჟურნალისტია, რომლის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლა ივანიშვილის რეჟიმმა და მკვლელები არ დაუჭერიათ ამ ნაძირლებს და ამ ბავშვს იჭერენ! ძლივს რომ უმძიმესი სტრესიდან გამოგვყავს ნელნელა, იმ ბავშვს!!!
თქვენი დედა უნდა მოი@@@ნას, თქვე ნაბი@ვრებო!!!
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების – “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურებს, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილს 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შსს “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვდა.
ცნობისთვის, 23 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ესენი არიან: პარტია “ახალის” პრესსამსახური მირანდა ბაღათურია, “გირჩი – მეტი თავისუფლების” პრესსამსახური ანა ყურაშვილი და პოლიტპატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე. მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი საბა სხვიტარიძე.
მირანდა ბაღათურია, ამბობს, რომ საერთოდ არ უნახავს 23 აპრილს მირიან ქავთარაძე.
“იმ დღეს საერთოდ არ მინახავს. ვიმყოფებოდი ზედა სართულზე. შემდეგ უკვე როცა ჩამოვედი და გამოვედი მირიან ქავთარაძეს უკვე დატოვებული ჰქონდა შენობა. მოწმეები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ფოიეში დამინახა. შსს იმიტომ ითხოვს ჩვენს პატიმრობას, რომ ეს არის დაკვეთა. მე ვარ ერთ-ერთი მთავარი მოწმე საბა სხვიტარიძის საქმეზე. დაშინებაზე მეტად შურისძიების მცდელობაა”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.