ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„მკაცრად ვგმობ საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას“ - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი გმობს თბილისში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებზე ძალადობას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება.
„მე მკაცრად ვგმობ საქართველოში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას – ისინი მშვიდობიანად ატარებდნენ დემონსტრაციას უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის ჩასახშობად ძალის გამოყენება მიუღებელია“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.