პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხელსონი: EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველების მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ

მიხელსონი: EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველების მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ.
"თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად", - წერს მიხელსონი X-ზე.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.