მიხეილ ჯანელიძე – მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო უწყების თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწია დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოლიდარობას უცხადებს საგარეო უწყების თანამშრომლებს და ყველა საჯარო მოხელეს, რომელთაც მისივე თქმით, „დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო მოუწიათ“. აღნიშნულის შესახებ მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“ წერს.
„მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოვხატო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, ვისაც მოუწიათ დიპლომატიური სამსახურის დატოვება პოლიტიკური დევნის გამო. უმეტესობას ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ არიან ძალიან კვალიფიციური და პატრიოტი დიპლომატები. ვიცი, რა რთულია მათთვის დიპლომატიურ სამსახურზე უარის თქმა, მაგრამ უფრო რთული იქნებოდა შეგუება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა