მიხეილ ჯანელიძე – მე არავის სახელით არ ვსაუბრობ, არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას ან ჯგუფს, არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს – საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის ერთადერთი მიზანია, ადამიანებთან მივიტანო პროტესტი

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მიხეილ ჯანელიძე განმარტავს, თუ რატომ დათანხმდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატებს.
„1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს.
2. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი. ყველას გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო.
3. ირაკლი კობახიძის სტუდიაში ყოფნა ასეთი აუდიტორიის მეტ ყურადღებას გამოიწვევს. ის ჩემთვის დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს.
4. ძალაერთობაშია!“,-წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“და იქვე აღნიშნავს, რომ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის საკითხზე პირველი არხიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დღეს, 22 საათზე, საჯარო დისკუსია გაიმართება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების საკითხზე.
საჯარო დისკუსიაში ხელისუფლებიდან მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიღებენ, მეორე მხარეს კი თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები – თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე იქნებიან წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს