მიხეილ ხიდურელი – „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათაო ოფისში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს ქართული პავილიონის განთავსება „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე Alibaba.com, რომელსაც 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.
„ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით. ეს ქართველ მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, საგრძნობლად განავითარონ ბიზნესი და პროდუქცია ექსპორტზე გაიტანონ,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
„ალიბაბა“ 1999 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამჟამად 6 ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი: იმდენად დიდია საზოგადოებაში აგრესია, რომ ბოლოს, შეიძლება ტრაგიკულ შედეგებამდე მივიდეთ. ნუთუ, აღარავინ დარჩა ხელისუფლებაში გონიერი, რომელიც გაიაზრებს, რომ ქვეყანა ცხელი ქვაბივით თუხთუხებს?!

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ