ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილს ჯურო მატუციმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

მიხეილ ყაველაშვილს ჯურო მატუციმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მატუციმ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ყურადღება გამახვილდა ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ და ტრადიციულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებზე. ასევე აღინიშნა, რომ საერთო კულტურული საფუძველი და საქართველოსა და სერბეთის წინაშე მდგარი საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების გაძლიერებისთვის დამატებითი სტიმულის მომცემია.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამუშაო სადილს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.