არქივი23 სექტემბერი 2025, 21:52
მიხეილ ყაველაშვილს გაეროს გენერალურმა მდივანმა სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, მიხეილ ყაველაშვილს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებთან მოკლე აუდიენცია გამართა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა.
„გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით 25 სექტემბერს მიმართავს, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.