მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ნაკრების წევრები და ფედერაციის ხელმძღვანელები დააჯილდოვა

„ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები თამარ მეფის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
„ჩვენ, ყველა ველოდით, რომ ეს დღე დადგებოდა და საქართველო გახდებოდა გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. მიღწეული გამარჯვება შრომის, მიზანმიმართული თავდადებისა და ერთიანობის შედეგია“, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.
როგორც ყაველაშვილი აცხადებს, ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელები, ჯამში 18 პირი დასაჯილდოებლად ირაკლი კობახიძემ („ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი) და შალვა პაპუაშვილმა (სადავო პარლამენტის თავმჯდომარე) წარუდგინა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე