მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე წევრად გიორგი მოდებაძე დანიშნა. ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
· გიორგი მოდებაზე 2024 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე მუშაობდა „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილედ;
· უფრო ადრე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, სამდივნოს უფროსი და უფროსი სპეციალისტი.
ის 1987 წლის 11 დეკემბერს დაიბადა.
საკონსტიტუციო სასამართლო 9-წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან სამს პარლამენტი ნიშნავს, სამს – პრეზიდენტი, სამს კი – უზენაესი სასამართლო.
პრეზიდენტის მიერ დანიშნული სამი წევრიდან ერთმა, ირინე იმერლიშვილმა, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე 11 თვით ადრე დატოვა თანამდებობა. ის მოსამართლედ 2016 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა.
„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.
ეს სარჩელი მზადდება „ქართული ოცნებით“ დომინირებულ პარლამენტში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
ირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, – რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა; მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში არჩევნების შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა