ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილმა რეჟისორები, მომღერლები და პოეტები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა რეჟისორები, მომღერლები და პოეტები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა კულტურის სფეროს წარმომადგენლები - ამავე სფეროში „გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ:
· მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორს, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს;
· მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძეს;
· პოეტებს დავით მაღრაძესა და ლია სტურუას;
· მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილს.
კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:
· მუსიკოსი ნინო თორაძე;
· საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი;
· კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი;
· ფოლკლორისტი გიორგი დონაძე;
· კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი;
· მომღერალი ნატო მეტონიძე;
· „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე;
· მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია;
· „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი;
· „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე;
· ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი;
· „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი;
· ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერლები - ამირან გეთიაშვილი, ნიკოლოზ მამიაშვილი, ბიძინა სამხარაძე, ტარიელ ჯაჭვაძე, ივანე გოგინაშვილი;
· ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.
„სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.