ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლ წესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.