არქივი23 აპრილი, 2026, 17:10
მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა

მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მანამდეც იკავებდა. კერძოდ, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე. ზურაბ პატარაძე ამჟამად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.