მიხეილ ყაველაშვილი – 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს სიამაყის დღე

ყოველ წელს 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს სიამაყის დღე – თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ „აღფრთოვანებას წარმოადგენს იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში“.
„ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წელს, 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები, იუნკრები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. დღეს, სწორედ ამ გმირ ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს. ყოველ წელს 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს სიამაყის დღე.
თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო, გმირ იუნკრებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია