ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველ დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მივულოცე და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვე

მიხეილ ყაველაშვილი: ქართველ დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მივულოცე და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვე
მიხეილ ყაველაშვილმა, აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"დღეს, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან გავმართე შეხვედრა.
ქართველ დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მივულოცე და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვე," - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.