მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრაზე კოლეგებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის პირობებში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას მიესალმება. ასევე, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია