მიხეილ ყაველაშვილი - სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე - ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმიწვია, მე კი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შევხვდი, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„ ყურადღება გავამახვილეთ ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს იძენს - შეხვედრაზე პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთში მიმიწვია, მე კი ჩემი სერბი კოლეგა საქართველოში მოვიპატიჟე.
შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ”, - აღნიშნავს ყაველაშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.