ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დავაჯილდოვე

მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დავაჯილდოვე
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი:
დღეს პრეზიდენტის სასახლეში შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის ლაურეატები დავაჯილდოვე.
მათ უმნიშვნელოვანესი მიღწევა მივულოცე და თითოეულს ეროვნული საქმის კეთებისათვის მადლობა გადავუხადე.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით სპექტაკლ „ექვთიმეს“ განხორციელებისთვის: ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა კაპანაძე, ლომგულ მურუსიძე. ასევე ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებელი რამინ მიქაბერიძე სიმღერებისთვის: „ჩვენ მშვიდობა“, „ლატარია,“ „მე რუსთაველი,“ „მივალ გურიაში“ და ირანული ეპოსის ფირდოუსის პოემა „შაჰნამე“-ს თარგმნისთვის ბელა შალვაშვილი დავაჯილდოვე.
საქართველოს ეროვნული პრემიით კი აკადემიკოსები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე ნაშრომთა ციკლისათვის - „კვანტური ფაზური გადასვლები დაბალგანზომილებიან ძლიერ კორელირებულ და ფრუსტრირებულ სისტემებში“ დავაჯილდოვე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.