: კონგრესმენების მხრიდან ვიხილეთ რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, ასევე ვიხილეთ „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები

რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი,  სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას.

მისი განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების გარდა, ვიხილეთ მოღალატე და უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

„რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი.

ასევე ვიხილეთ „ქართველი“ სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატე, უსამშობლო, უსახო, უსახელო და უგვარო მტრები, რომლებიც კონგრესმენებს ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ!

არჩევნების შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი!“ – წერს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, -ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთი „ოცნება“ ამერიკას ურწმუნებს ვითომდა ახალ ერთგულებას, მეორე „ოცნება“ კი ირანის ლიდერებს, მათ ვინც “ სიკვდილი ამერიკას!” ძახილით დაგვამახსოვრეს თავი – ამ საქციელს ღირებულებების და ღირსების ჭრილში სხვა რამეს ეძახიან