ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილი: დაამსხვრიეს, დალეწეს გარეშემო მყოფი ღობე და ის ერთ -ერთი თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის

მიხეილ ყაველაშვილი: დაამსხვრიეს, დალეწეს გარეშემო მყოფი ღობე და ის ერთ -ერთი თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის

მიხეილ ყაველაშვილი ათონელის რეზიდენცის გარშემომყოფი ღობის დალეწვით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ეს არავის უნდა ეპატიოს და “მკაცრი პასუხი უნდა იქნას გაცემული.“

"პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ესეთი განხორციელებული ძალადობრივი აქტი, როგორიც გუშინ განახორციელეს, დაამსხვრიეს, დალეწეს გარეშემო მყოფი ღობე და ის ერთ -ერთი თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს აქ სიარული და ვხედავთ უამრავ ადამიანს, ტურისტებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის არ უნდა ეპატიოს. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით",- განაცხადა ყაველაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.