მიხეილ ყაველაშვილი: არავის არ უხარია, გვეტყობა კიდევაც, ადამიანები ვართ ჩვენ ჯერ და მერე ხელისუფალი. დამნაშავეში ვეძებთ ადამიანებს

არავის არ უხარია, გვეტყობა კიდევაც, ადამიანები ვართ ჩვენ ჯერ და მერე ხელისუფალი. არავის არ გვიხარია. ეს წინა ხელისუფლება იყო, რომელიც აღტყინებით იყო ვინმეს დაჭერით და პატიოსან ადამიანებში ეძებდა დამნაშავეს. ჩვენ დამნაშავეში ვეძებთ ადამიანებს და არავის არ გვაქვს ეგ განცდა, რომ ვინმე უნდა დაიჭირო და ამით გვიხაროდეს, მაგრამ ეს სიმკაცრე აუცილებელია.

როდესაც მიდიხარ  ასეთ ძალადობაზე, არჩევნების დროს, 28 ნოემბერსაც, თითქოს გაგიჟდნენ და გადაირივნენ, როგორ თქვა ირაკლი კობახიძემ, რომ აჩერებს მოლაპარაკების პროცესს და ა.შ. ერთი კითხვა არ გებადება ამ ადამიანებს, რომ მიუბრუნდე შენ პატრონს, იმ ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენ გვითხრა, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ მზად არის მოლაპარაკების დასაწყებად, მზად არის, რომ დაჯდეს ნებისმიერ დროს და დაიწყოს თქვენთან ლაპარაკი, რატომა რ იყენებთ ამ პროცესს, მოდი ჩვენ ვიქნებით შუამავალი და მოვთხოვოთ, ჩვენ მოვთხოვთ, აბა უარს გეტყვით თუ არა, მაგრამ ვერ ბედავენ, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“