ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებიც სტაციონარულ დაწესებულებებში, დაავადების მართვას უკავშირდება.
შეხვედრაზე, ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ცისტური ფიბროზის ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ფიზიოთერაპიის, საინჰალაციო აპარატების, მედიკამენტებისა და სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის საკითხები. ისაუბრეს მცირე, კლინიკის ტიპის დაწესებულების მოწყობის შესაძლებლობაზეც, სადაც ბავშვებს, საჭირო პროცედურები და მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდებათ.
შეხვედრაზე, იმსჯელეს ცისტური ფიბროზის მართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებზე. ასევე ისაუბრეს დაავადების სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის, პრიორიტეტი ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვაა და უწყება, ყველა გადაწყვეტილებას, სწორედ მათი გათვალისწინებით მიიღებს.
აქვე, აღინიშნა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, ასევე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.