ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
„შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. განიხილეს პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებიც.
ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა. თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ, დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.