მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატური 2-ს

ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატური 2 – ს – არასერიოზულია, როდესაც ამაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საუბრობს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა მ გააკეთა.
სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილს რეალობის განცდა და შეგრძნება იმისა, თუ როგორია რეალურად საზოგადოების დამოკიდებულებები და მოთხოვნები, დაკარგული აქვს.
“გასაგებია, რომ მისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორეს მხრივ კი, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მისი დღის წესრიგით ცხოვრობს.
ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური – ეს ფანჩატურია სიმბოლო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციას პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, ეს სტრუქტურა უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი და პოლიტიკური სათათბირო.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, კომიტეტი უნდა იყოს სათათბირო, რომელშიც ოპოზიცია სტრატეგიას შეიმუშავებს და სხვა საკითხებს განიხილავს – “სუპერ პაკი“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი