მიხეილ სარჯველაძე – ნიკა მელიასთან „ლელოს“ სამომავლო თანამშრომლობა პრობლემური იქნება, მათ შორის „ლელოში“ და იმ გუნდშიც, რომელსაც მელია შექმნის

პარტია „ლელოს“ ნიკა მელიასთან სამომავლო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოში“ და იმ გუნდშიც, რომელსაც ნიკა მელია შექმნის, – ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის პროგნოზი.
მისივე თქმით, ის, რომ მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან თანამშრომლობას აპირებს, დასტურია იმისა, რომ მათ თანამშრომლობა მაშინაც ჰქონდათ, როცა ნიკა მელია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.
„ის, რომ „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდა, მათ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზეც აისახებოდა – ეს ძალიან მარტივად იკვეთებოდა. რაც შეეხება მათ მომავალ თანამშრომლობას, ეს რა თქმა უნდა პრობლემური იქნება მათ შორის „ლელოშიც“ და იმ გუნდში, რომელსაც მელია შექმნის. „ლელოს“ ეთაკილება იმის თქმა, რომ თანამშრომლობდა და პარტნიორობდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან. პრობლემას იმაში ხედავენ, რომ მისივე ამომრჩეველი შეიძლება ძალიან ნაწყენი აღმოჩნდეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდა. ეს ქმნის წინაღობებს, რაც მათ გადასარევად იციან“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ არ გამორიცხა, რომ „ლელო“ ნიკა მელიასთან გაერთიანდეს და არჩევნებზე ახალი სახელით წარდგეს.
„გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს