მართლაც წარმატებული მინისტრი იქნება – ახასიათებს ნებისმიერი საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, სარჯველაძეს საქმისადმი სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება ახასიათებს, ამის გარდა, მას მენეჯერული გამოცდილებაც გააჩნია.
“ახალ ჯანდაცვის მინისტრს, წარმატებებს ვუსურვებ! ამ ადამიანს გარდა იმისა , რომ შესანიშნავი განათლება გააჩნია, ახასიათებს ნებისმიერი საქმისადმი საკმაოდ სერიოზული მიდგომა, პროფესიონალიზმი და პატიოსნება. ახლა ამ ყველაფერს მის მენეჯერულ გამოცდილებასაც თუ დაუმატებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ბატონი მართლაც წარმატებული მინისტრი იქნება.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას