ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სარჯველაძე კემლინ ფურლეს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე კემლინ ფურლეს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მიხეილ სარჯველაძემ, კემლინ ფურლეს, თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა და UNHCR-თან პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამისი ჩარჩო დოკუმენტის მზადების პროცესს.
მხარეებმა, იმსჯელეს საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთა საკითხებზეც. ასევე - სახელმწიფოს მხრიდან, მათთვის განსაზღვრულ დახმარებებზე, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე - უფასო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას შორის, თანამშრომლობა, მომავალშიც, აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით კაიკაციშვილი და საქართველოში UNHCR-ის ოფისის წარმომადგენელი სალომე ქუსიკაშვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.