მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა, ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია.
„როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის, მთავარი პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, სამინისტრო, მუდმივ რეჟიმში მიიღებს განახლებულ მონაცემებს, როგორ განვითარდება და რა საბოლოო შედეგები ექნება პრეპარატების კვლევას.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული, სახელმწიფო პროგრამით, მათი უზრუნველყოფის გადაწყვეტილება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, უზრუნველყოფილნი არიან სტეროიდული პრეპარატით „დეფლაზაკორტი“.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს დაავადების მართვის პროტოკოლის შექმნისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შედეგად გამოწვეული, სხვა სამედიცინო ჩვენებების, თუ გართულებების მართვის საკითხები.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ