მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რატომ არ არის საქართველო „მაგნიტსკის აქტის“ გახანგრძლივების მხარდამჭერთა სიაში

სააკაშვილისა და მაგნიტსკის თემაზე საუბარი ნონსენსია და ნებისმიერი მცდელობა, რომ სააკაშვილის გვარი დააკავშირონ მაგნიტსკისთან, პოლიტიკური სპეკულაციის გარდა არაფერია – საქართველო, პრინციპული პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით, საგარეო პოლიტიკაში მონაწილეობას ამავე პოზიციებით გააგრძელებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა “მაგნიტსკის აქტის” გახანგრძლივების გადაწყვეტილებას, რომლის მხარდამჭერთა სიაში საქართველო არაა და უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა რომ ეს ს საკითხს უკავშირდებოდეს.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აღნიშნულ დოკუმენტთან თავსებადობის საკითხი, ჯერ კიდევ განსახილველია.
„კონკრეტულად ამ დოკუმენტთან თავსებადობას რაც შეეხება, ეს საკითხები ჯერ კიდევ განსახილველია. ამის მიხედვით, იგივე პრინციპული მიდგომით გავაგრძელებთ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მიერთების ან არმიერთების სახით”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის აქტის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, , მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს – ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია