ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სარჯველაძემ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში სამედიცინო დარგის განვითარებაში, ვახტანგ ბოჭორიშვილის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციური დაავადებების მართვის კუთხით, ქვეყანაში არსებული მიღწევები, აკადემიკოსის ღვაწლსა და სახელს უკავშირდება.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე, სამედიცინო საზოგადოებისა და ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.
„დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ, ქვეყანაში, პაციენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხებს“, - განახადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და პარლამენტის ჯანმრთელობისა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.