მიხეილ სააკაშვილს და თამურ ჯანაშიას 9 მილიონამდე ლარის გადახდა დაეკისრათ

მიხეილ სააკაშვილს და თამურ ჯანაშიას 9 მილიონამდე ლარის გადახდა დაეკისრათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, 2025 წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, თუმცა ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით და 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები