ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - ჩინელებისთვის ანაკლიის გადაცემას აპირებენ - ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმის გამოცხადდება საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.
როგორც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ჩინეთი და რუსეთი ერთი და იგივეა.
„ამასობაში, ვაზიანის ამერიკული სამხედრო ტრენერების ცენტრთან ერთად, ჩინელებისთვის ანაკლიის (ლაზიკის) გადაცემას აპირებენ.
ეს საქართველოსთვის უმსხვილესი გეოპოლიტიკური მარცხი და ჩვენი დასავლეთისგან დისტანცირებისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.
ჩინელები და რუსები დღეს ერთი და იგივეა და სტრატეგიულ აქტივებში მათი შემოყვანა სასიკვდილო მარცხის მატარებელია“,- წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.