– ჩვენთან რუსებმა მოიპარეს, ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ და ბევრს ჰგონია, რომ ჩვენთან ეს უკვე მომხდარი ფაქტია და შევეგუეთ – არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი

ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთია – არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, ამას ყველა გაიგებს და დააფასებს , – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, CNN-ზე ჟურნალისტებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენჯერმე აღნიშნეს -“საქართველოში მოპარული “.
სააკაშვილის თქმით, ამ კომენტარებით ნათელია, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ „საქართველოში არჩევნები რუსებმა მოიპარეს“.
“ღამით CNN-ზე ამერიკული არჩევნების გაშუქებისას, ჩემი დათვლით, 6-7-ჯერ ახსენეს. ჟურნალისტების თქმით: “საქართველოში მოპარული არჩევნები“.
ასევე ამერიკის ძირითად არხებზე აჩვენეს ჯორჯიას შტატის არჩევნებში რუსეთიდან განხორციელებული ჩარევის თაობაზე.
ჯორჯიას შტატის სახელმწიფო მდივნის (ბრედ რაფენსპერგერი) მიერ ატლანტაში გამართული პრესკონფერენცია, რომელზეც მან კონკრეტულად განაცხადა “რუსებს აშკარად შეეშალათ, რომ გადაწყვიტეს ჯორჯიას შტატის არჩევნებში ჩარევა და ჰგონიათ, რომ ჩვენთან ისევე გამოუვიდოდათ ეს, როგორც შავ ზღვაზე მყოფ ჯორჯიაში. დაკავდნენ ისევ თავისი მეზობლით ჩვენთან ვერაფერს გააწყობენ.”
ამ კომენტარიდან გამოვიტანე 2 აზრი, ერთის მხრივ ის, რომ ჩვენთან არჩევნები რუსებმა მოიპარეს ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ და მეორეს მხრივ ბევრს ჰგონია, რომ ჩვენთან ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ჩვენ მას შევეგუეთ.
ამაზე ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთია – არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის ამას ყველა გაიგებს და დააფასებს“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად