მიხეილ სააკაშვილი: შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს.
ამ “არჩევნების” სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.
ისე სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ, ეკლესიის მიტაცებაც რომ გვაკვირვებს, ეგეც გასაკვირია. როგორც ამათი ზემდგომი რუსები ამბობენ “Потерявши голову по волосам не плачут”.
ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც “პრეზიდენტი” დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომობის გამო.
ამის შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა და რეჟიმისთვის ოფიციალურად დაქვემდებარების.
არა უშავს, გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო